ლევან იოსელიანი და გიორგი ვაშაძე პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
„ქუჩაში კი არ ხარ, პარლამენტში ხარ, თქვენ მიხედეთ ერთმანეთს“, – მიმართა ვაშაძემ იოსელიანს ბიუროს სხდომის შემდეგ.
როგორც „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და ვაშაძეს შორის სერიოზული არაფერი მომხდარა, უბრალოდ ხმამაღლა ისაუბრეს.
იოსელიანის თქმით, მას გიორგი ვაშაძესთან საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.
„ბიუროზე ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. რომ გამოვედით შემდეგ გქონდა რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი. სერიოზული არაფერია რომ ღირდეს ამხელა ყურადღებად. მე ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს. ოდნავ ავუწიეთ. ჩვენ ვმუშაობთ საპენსიო რეფორმაზე. სამუშაო ჯგუფი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოსმენაც იყო, კონკრეტული ინიციატივები გვაქვს. მე მასთან კანონპროექტის შესახებ მქონდა კითხვა, რას ეხებოდა ის კანონპროექტი, რაც შემოიტანა. შეიძლება, ცოტა ემოციურია და ისე არ მიიღო, როგორც უნდა მიეღო. რაღაც კითხვებზე პასუხები მივიღე, რაღაცაზე ვერ მივიღე და ამას მოჰყვა შელაპარაკება“, – განაცხადა იოსელიანმა.