ლევან გოგოძე - დასაქმების დეპარტამენტის მიერ 2018 წელს 1800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2018 წელი შეაჯამა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ აღნიშნა, 2018 წელს 1840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.
მისივე თქმით, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ორ პროგრამას ახორციელებს, ესენია„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.
როგორც ლევან გოგოძე აცხაებს, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
2018 წელს კი თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით 369 პირი დასაქმდა.