ლევან გოგოძე – დასაქმების დეპარტამენტის მიერ 2018 წელს 1800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია

12:21, 21.12.2018

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2018 წელი შეაჯამა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან გოგოძემ აღნიშნა, 2018 წელს 1840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, რომელთა შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მისივე თქმით, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ორ პროგრამას ახორციელებს, ესენია„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.

როგორც ლევან გოგოძე აცხაებს, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

2018 წელს კი თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით 369 პირი დასაქმდა.

მსგავსი