ლევან გოგიჩაიშვილი - ზაალ ჟვანიამ თავი შესწირა სამართლიანობისათვის ბრძოლას და კითხვა მაქვს, როდის აღდგება მისი ოჯახის ინტერესი, რომლის წევრებიც წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა
ზაალ ჟვანიამ თავი შესწირა სამართლიანობისათვის ბრძოლას და კითხვა მაქვს, როდის აღდგება მისი ოჯახის ინტერესი, რომლის წევრებიც წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა, – ასე მიმართა პრემიერს პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ბატონო გიორგი, ოთხი თვის წინ გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, ჩემი უფროსი მეგობარი, ბატონი ზაალ ჟვანია, რომელმაც ფაქტობრივად, თავი შესწირა ამ ქვეყანაში სამართლიანობისათვის ბრძოლას.
წინა ხელისუფლებამ მისი მთელი ოჯახი დაიჭირა, მთელი ოჯახი დააპატიმრა – ის, მისი ორი შვილი, ოჯახის სხვა წევრები.
კონკრეტული კითხვა მაქვს, თქვენმა მთავრობის წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით იციან და აქვთ ინფორმაცია. როდის აღდგება ამ ადამიანის ოჯახის ინტერესი? როდის აღდგება მისი სამართლიანობისთვის ბრძოლა?“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.