ლევან გოგიჩაიშვილი - მთავარია, ანა ნაცვლიშვილმა გაიაზროს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აღარაა
ლევან გოგიჩაიშვილი - მთავარია, ანა ნაცვლიშვილმა გაიაზროს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აღარაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მთავარია, პრეზიდენტის ახალმა საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გაიაზროს, რომ აღარ არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

გოგიჩაიშვილი ნაცვლიშვილს ენერგიულ ადამიანს უწოდებს და წარმატებებს უსურვებს.

„ეს არის პოლიტიკა და შესაბამისად, როდესაც ადამიანების პოზიციები ხანდახან არ ემთხვევა, ურთიერთობის მწვავე დებატების ფორმებია. მთავარია, მან გაიაზროს რომ აღარ არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და უკვე ოფიციალურად არის პრეზიდენტის წარმომადგენელი. მას დამკვეთიც ეცვლება – ადრე თუ ხელფასს საერთაშორისო ფონდები უხდიდნენ, დღეს მას ხელფასს უხდის ქართველი გადასახადის გადამხდელი, შესაბამისად, მან გაიაზროს, რომ სხვა სტანდარტში გადადის, მორალურში, ეთიკურში, საქმიანში, ის არ უნდა გაცდეს იმ უფლებამოსილებას, რაც არის საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილება.

დანარჩენი, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და წარმატებას ვუსურვებ კარიერაში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დღეს დაინიშნა.