ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების 95 პროცენტი გამოკვლეულია, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების 95 პროცენტი გამოკვლეულია, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„ამჟამად 64 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან 45 კოვიდინფიცირებულია. 13 ნიმუში გაიგზავნა ტესტირებაზე, რომლის პასუხებსაც ველოდებით. დამაკმაყოფილებელია ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა. საერთო პოზიცია ყველასი არის ძალიან ნორმალური, უკეთესობისკენ მივდივართ.
95 % თანამშრომლების არის უარყოფითი და არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული, ყველა პასუხი არის უარყოფითი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.