ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს 17 კოვიდინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს 17 კოვიდინფიცირებულიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 17 ინფიცირებულიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამ დროისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 38 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, რომელთაგან 17-ს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავაც განიხილება როგორც კრიტიკული. მართვით სუნთქვაზეა, თუმცა პნევმონიის მხრივ გაუმჯობესება არის და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთი პაციენტს, რომელიც გუშინ გადმოიყვანეს სხვა კლინიკიდან, აქვს რიგი კარდიოლოგიური პრობლემები, ასევე დიაბეტი, კოვიდდადასტირებულია ისიც, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და არ განიხილება კრიტიკულად“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

​რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, საავადმყოფოს ახალი ინფიცირებულების კონტაქტებისა და ეპიდწყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„დღეს მოვიდა 40 მდე ტესტის პასუხი და აქედან ექვს ჰქონდა დადასტურებული ინფექცია. ინფიცირების წყაროების ნაწილი ცნობილია, ახლად დადასტურებულ შემთხვევებთან რამდენიმესთან მიმდინარეობს მოძიება წყაროების. ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი კარგად ართმევს თავს. დღეს დაახლოებით 50 ჩვენი ექიმი და სანიტარი გაიტესტა და ეს მნიშვნელოვანია. როგორც კი პირველი შემთხვევა აღმოჩნდა ჩვენთან პერსონალის ინფიცირების, მაშინვე დავიწყეთ მთელი სტაფის გატესტვა, რათა არ გაგვეპაროს ახალი შემთხვევა. თუმცაღა, ახალი დამთავრებული გვქონდა სრული ტესტირება, ორი დღის და მთელი გატესტილი სტაფიდან ყველა ნეგატიური იყო. მაგრამ მოგეხსენებათ, კორონავირუსს ეს არ აინტერესებს. ასე რომ, დავიწყეთ აგრესიული ტესტირება, სუყველას გავტესტავთ. ამ 50 თანამშრომლის პასუხები ხვალ გვექნება.

ცხელების ცენტრში ჩვენთან დღესაც შემოვიდნენ პაციენტები და ისინიც ტესტირების რეჟიმში გვყავს. ინფექციურიდან გადმოყვანილი პაციენტის ეპიდწყაროები ცნობილია. გარდა ამისა დანარჩენ ხუთს რადგან ახლა დაუდასტურდა, მათი მოძიებაც მიმდინარეობს. ორი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, დანარჩენები ჩვეულებრივად ცხელების ცენტრიდან არიან. ჯამში სულ ექვსი თანამშრომელია ინფიცირებული რომელთაც პაციენტებთან ჰქონდათ კონტაქტი ბენებრივია. ჩვენთან ექიმი დაცული შედის პაციენტთან მაგრ ვირუსი როგორ გავრცელდება ეს არ ვიცით“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.