ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, სახლში იმყოფება და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

„იდენტიფიცირებულია მინისტრის ყველა კონტაქტი, შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.