ლევან დავითაშვილმა UNESCAP-ის ფორუმზე საქართველოში წყლის რესურსების მართვასა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ღონისძიებებზე ისაუბრა
ლევან დავითაშვილმა UNESCAP-ის ფორუმზე საქართველოში წყლის რესურსების მართვასა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ღონისძიებებზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაერო-ს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP)  მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს.

ლევან დავითაშვილმა ფორუმზე UNESCAP-ის ჯგუფის სახელით ანგარიში წარადგინა და რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამშრომლობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების   ეფექტიან   განხორციელებას და 2030 წლის დღის წესრიგის განსაზღვრას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებზე, ჰაერის დაბინძურების  წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებზე, სატყეო და ბიომრავალფეროვნების კუთხით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის   მიერ შექმნილია საკოორდინაციო საბჭო და ეროვნულ კანონმდებლობასთან თანხვედრაში მყოფი მდგრადი განვითარების ინდიკატორების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

ფორუმი   16-18   ივლისს,   ნიუ-იორკში,   გაერო-ს   შტაბბინაში   მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში 25 სხვადასხვა თემატური ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით საკუთარ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ერთმანეთს გაუზიარონ. ფორუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან  ერთდ, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში კახა იმნაძე ესწრებოდა.

ინფორმაცია ფორუმში ლევან დავითაშვილის მონაწილეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.