19 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა გადაიდო.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ დეპუტატებს აცნობა, ლევან დავითაშვილი მივლინებით მიემგზავრება.
„დღეს დავაანონსე ორი ინტერპელაციის შესახებ. კომუნიკაცია გვქონდა ორივე მომხსენებელთან და აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრი დღეს მივლინებით მიემგზავრება. გვთხოვა, გადაგვედო ინტერპელაციის წესით მოსმენა. მოსმენა გაიმართება შემდეგ თვეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.