ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს საქართველოდან 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა.
საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული.
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ცნობით, სოფელ ნოსირში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230 000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
„ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, „ბაღის გაშენებისთვის 500 000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200 000ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.სა