ლევან დავითაშვილი - ვუსამძიმრებ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში სტიქიური უბედურებისას ადამიანების დაღუპვის გამო. პირადად ჩემი და სამინისტროს თანამშრომელთა სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს – ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა! იმედს გამოვთქვამ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება, ამისთვის სამაშველო სამსახურები ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ყველანი, ვინც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში არიან და დახმარებას ელოდებიან ან კონტაქტზე ვერ გამოდიან, უვნებელი დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.