ლევან დავითაშვილი - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა პირი არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, არჩევანსა და აზრის გამოხატვაში
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა პირი არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, არჩევანსა და აზრის გამოხატვაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, ეკონომიკა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა ყველა საზოგადოებრივი პროცესის მიმართ, მათ შორის დემოკრატიული გარემო და სტაბილურობა პირდაპირ აისახება ეკონომიკურ პროცესებზე, საინვესტიციო განწყობებსა და საინვესტიციო კლიმატზე.
„ვფიქრობთ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი და ეკონომიკური გარემო გვაქვს, რაც ბევრი საერთაშორისო რეიტინგით დასტურდება, ეს რეიტინგებიც მნიშვნელოვანია ინვესტორების გადაწყვეტილებებისთვის. დემოკრატიის ხარისხი კავშირშია ეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა პირი არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის გადაწყვეტილებაში, არჩევანში და აზრის გამოხატვაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.