ლევან დავითაშვილი - სხვადასხვა კლიმატში როგორ გადაირჩენს თავს ფაროსანა, ჯერ კიდევ არ ვიცით
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს ხვდება, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით.
მინისტრის განცხადებით, გაზაფხულზე ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის განხორციელება დაიწყება. მისი თქმით, სწორი ფაზები უნდა შეირჩეს, თუ რა დროს მოხდეს ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ რეაგირება.
“ სოფლის მეურნეობის სამინიტრომ ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ბრძოლის სტრატეგიის პროექტი გავამზადეთ, თუმცა მნიშვნრლოვანია, რომ ჩვენი ხედვები იყოს შეჯერებული მსოფლიოს წამყვან ექპერტებთან. ამის გამო ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, მსოფლიოში ყველაზე წამყვან მკვლევარებთან, რომლებიც აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ ევროპისა და თურქეთის წამყვან მეცნიერებთან ერთად, რომელებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი პოზიციები , მიდგომები შევადაროთ, შევაჯეროთ და ამის შედეგად მივიღოთ უკვე საბოლოოდ შეჯერებული სტრატეგია, რომელსაც სოფლის მეურნეოუბის სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სამინისტროსთან ერთად, განახორცირლებს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ფაროსანას გავრცელება ხდება სწრაფად და მოსახლეობასაც აქვს ინფორმაცია. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, აშშ-ში ფაროსანა ძალიან სწრაფად გავრცელდა.
“საქართველოს კლიმატი არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, განსხვავებული და სხვადასხვა კლიმატში როგორ გადაირჩენს თავს ფაროსანა, ჯერ კიდევ არ ვიცით, ვაკვირდებით”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ამავე შეხვედრაზე “საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექპორტიორთა ასოციაციის” გამგეობის თავჯდომარე ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, რომ ფაროსანას გამო თხილის მოსავლისთვის მიყენებულმა ზარალმა 20% შეადგინა.
“ შარშან და წელს დიდი პრობლმა გამოიწვია ფაროსანას გამოჩენამ. უკვე შეწამლულია 100 ათასი ჰექტარი. რომ არა ეს ღონისძიება, უფრო სავალალო შედეგები იქნებოდა. თუმცა მარტო შეწამვლით, ეს საკითხი არ გადაწყდება -“ განაცხადა ალქსანდრე მოწერელიამ.