გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითაც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება.