ლევან დავითაშვილი - საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არ უნდა მიიღოს, უპირველესად, ხალხის გადასაწყვეტია
საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არ უნდა მიიღოს, უპირველესად, ხალხის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ იმ კანონების მიღება, რომლებიც ერის ინტერესებშია.
„იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, საქართველომ რა კანონი უნდა მიიღოს და რა არ უნდა მიიღოს, უპირველესად, ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, ხალხი აძლევს უფლებამოსილების დელეგირებას კონკრეტულ წარმომადგენლებს და მათ აქვთ სრული კონსტიტუციური უფლება, მიიღონ ის კანონები, რომლებიც არის ერის ინტერესებში და ასეც იქნება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.