ლევან დავითაშვილი - საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს“ ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით
ლევან დავითაშვილი - საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს“ ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და რომეო მიქაუტაძემ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროგრესი.

„აღინიშნა, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების „ტრიოს“ ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. ამასთან, ის, რომ, საქართველომ მიიღო „ევროპული პერსპექტივა“, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

დელეგაციის წევრების მიერ აღინიშნა, რომ ამ ვალდებულებების წარმატებით და დროში სწრაფად შესრულების შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გაგრძელდება საქართველოს ევროპის კავშირში სწრაფი ინტეგრაცია,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.