ლევან დავითაშვილი - საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, საზოგადოებას ინფორმაცია შემოდგომაზე ექნება
ლევან დავითაშვილი - საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, საზოგადოებას ინფორმაცია შემოდგომაზე ექნება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია თითქმის დასრულებულია.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ცვლილებები შევა საპარტნიორო ფონდის კანონში, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

„საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია. ამაზე საზოგადოებას შემოდგომაზე ექნება ინფორმაცია. ცვლილებები შევა საპარტნიორო ფონდის კანონში და შესაბამისად, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ და დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა დავითაშვილმა.