ლევან დავითაშვილი - სახელმწიფოს მასტიმულირებელი პროგრამების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია
ლევან დავითაშვილი - სახელმწიფოს მასტიმულირებელი პროგრამების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, რაჭაში, ამბროლაურის რაიონში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსებული სამი ახალი საწარმო დაათვალიერა.

მინისტრმა, ქვეყნის მთავრობის მეთაურთან ერთად, ხვანჭკარის მწარმოებელი სადმელის ღვინის საწარმო „შატროველი“, რაჭული ლორის საწარმო „რაჭული ლორი“ და წყლის მწარმოებელი კომპანია „ იწის წყალი“ მოინახულა.

„რაჭის რეგიონი იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში სწრაფი ტემპით ვითარდება. მხოლოდ დღეს, სამი ახალი საწარმო მოვინახულეთ, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამებით შეიქმნა და სადაც ორ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

სახელმწიფოს მასტიმულირებელი პროგრამების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ერთია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო მეორე და უმთავრესი ადამიანების გრძელვადიანი დასაქმება.

სწორედ საწარმოებს შეუძლიათ შექმნან ის ეკონომიკური მუხტი, რაც რეგიონის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. რომ არა სახელმწიფო გრანტები და თანადაფინანსების პროგრამები, ჩვენ არ გექნებოდა ახალი საწარმოები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.