ლევან დავითაშვილი - უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოში შემოსული ადამიანებიდან გარკვეულ სოციალურ დახმარებას ვხარჯავთ მხოლოდ უკრაინელებზე, ეს არი ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა
ლევან დავითაშვილი - უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოში შემოსული ადამიანებიდან გარკვეულ სოციალურ დახმარებას ვხარჯავთ მხოლოდ უკრაინელებზე, ეს არი ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა

უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოში შემოსული ადამიანებიდან გარკვეულ სოციალ დახმარებას ვხარჯავთ მხოლოდ უკრაინელებზე, ეს არი ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიდან, ბელარუსიდან შემოსული მოქალაქეები საქართველოში თუ თანხას ხარჯავენ, ეს ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილია.

ლევან დავითაშვილმა უპასუხა სალომე სამადაშვილის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა დადებითი, თუ უარყოფითი გავლენა მოახდინეს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„რაც შეეხება იმას, თუ რა შემოაქვთ რუსებს ეკონომიკისთვის და რა ზარალი აქვს ჩვენს ქვეყანას იმისგან, რომ საქართველოში შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები, არამედ ომის შემდეგ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მთლიანად, ერთიანად რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. ჯამში, ყველა ერთად არ არის 100 ათასზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები ჩვენს ეკონომიკაში ხარჯავენ თანხას, თუ რამეს მოიხმარენ, ბუნებრივია, ეკონომიკის წახალისებაა მოხმარების კუთხითაც. თუ თანხას ხარჯავენ, ეს  ეკონომიკაში შეტანილი წვლილია. ეკონომიკის თეორიის მიხედვით ასეა. თუ ამ ადამიანებზე გარკვეულ სოციალურ დახმარებას ვხარჯავთ სოლიდარობის კუთხით, ვხარჯავთ მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებზე. ეს რა თქმა უნდა, არ არის წვლილი ეკონომიკაში, მაგრამ ეს არის ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ. ვფიქრობ, ამას ყოველთვის გააკეთებს საქართველო, როგორც ტოლერანტი ქვეყანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა