ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა ან დარღვევა თუ იქნება, ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით
ლევან დავითაშვილი - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა ან დარღვევა თუ იქნება, ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომა ან დარღვევა თუ იქნება, ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, მშენებლობის მთელ პროცესში რაიმე გადაცდომა ან დარღვევა თუ იქნება, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი – ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე, თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.