ლევან დავითაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩვენი სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის
ჩვენი ამოცანაა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, აუცილებელია მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიზნებისთვის და ამ მიმართულებით უწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენ უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება შემდგომი 9-10 წლის განმავლობაში, რათა ის ზრდის ტემპი, რომელიც დღემდე გვაქვს, გავზარდოთ და ამბიციურ გეგმებს, რომლებიც გვაქვს, მივაღწიოთ თქვენი ჩართულობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.