საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულში ჩავიდა.
ლევან დავითაშვილი ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მარნეულში ჩასვლის მიზანი არის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაიაროს საკითხები, რომ მოსახლეობას სურსათის მომარაგების კუთხით პრობლემები არ შეექმნას.
„ეს ეხება არა მარტო სურსათს, არამედ ფარმაცევტულ პროდუქციას. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიო, შეჯერებული პროცედურები გატარდეს, სატვირთო მანქანებს არ შეექმნებათ პრობლემა და ეკონომიკა იმუშავებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.