ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული რძის პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა დიდია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მხარეებმა განიხილეს ის სფეროები, სადაც თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს. განსაკუთრებით აღინიშნა რძის ნაწარმის, ღვინის, ბოსტნეულისა და მინერალური წყლების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გარემოსდაცვითი კუთხით კანონმდებლობის შემუშავების მიმდინარეობის საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე აღინიშნა იმ პროექტების მნიშვნელობის შესახებაც, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერისთვის ახორციელებს.