ლევან დავითაშვილი - კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება ქართველი ხალხის და მათთან ერთად, ხელისუფლების, საქართველო აგრძელებს ღირსეულად სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე
კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება ქართველი ხალხის და მათთან ერთად, ხელისუფლების, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ღირსეულად სვლას ინტეგრაციის გზაზე.
„კანდიდატის სტატუსი არის გამარჯვება ქართველი ხალხის და მათთან ერთად, ჩვენი ხელისუფლების. რამდენადაც არ უნდა მოხდეს ნიველირება დამსახურების, რომელიც ხელისუფლებას და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ფაქტები ერთ რამეზე მეტყველებს. საქართველომ შეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება ღირსეულად და აგრძელებს ღირსეულად სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს მეტი დაახლოება ევროკავშირთან და პირველად გაჩნდა რეალური შანსი საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მიზანმიმართულ, კონსოლიდირებულ, ბევრ სამუშაოს მოითხოვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას ისევე შევძლებთ, როგორც შევძელით ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა, ასოცირების ფარგლებში უამრავი რეფორმის წარმატებით წარმართვა, კანდიდატის სტატუსის მიღება და მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე. ეს პროცესი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.