ლევან დავითაშვილი და სოზარ სუბარი მესტიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობისა მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და გაესაუბრნენ სახანძრო- სამაშველო სამსახურისა და გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ მესტიაჭალაჰესი-1-ის და „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებს, გეოლოგების, გლაციოლოგებს, ჰიდროლოგებს.
მოგვიანებით, სოზარ სუბარმა, ლევან დავითაშვილმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა გარემოს დაცვის გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან ვერტმფრენით დაათვალიერეს მყინვარები მურყვანი, ლეხზერი და ჭალაადი.
რაც შეეხება სტიქიის ადგილს, იქ მუშაობენ წყალმომარაგების სისტემის წარმომადგენლები, ხოლო მძიმე ტექნიკით ხდება მდინარის კალაპოტის გაწმენდა.
„ეს იყო ბუნებრივი პროცესი, რამაც გამოიწვია სტიქია. ადგილზე რჩებიან სპეციალისტები და დღის ბოლოს უფრო ზუსტ დასკვნებს დადებენ. ამ ეტაპისთვის მსგავსი ტიპის და მასშტაბის სტიქიის განმეორების რისკი ნაკლებია. რისკები გაიზრდება ძლიერი სიცხეების ან უხვი ნალექის შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მესტიაჭალაჰესი 1-მა გარკვეულწილად შემაკავებელი ეფექტი მოახდინა და შეამცირა და სტიქიის მასშტაბები.