ლევან დავითაშვილი - ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა
ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით და მათი მოზიდვით საქართველოში მოხერხდა, რომ საქართველო მართლაც იქცეს გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად, ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით.
„ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიო წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ ვიყოთ ავანგარდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ციფრული საფინანსო სერვისების განვითარების კუთხით.
ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა ამაზე პრემიერ მინისტრი არაერთხელ საუბრობდა და ჩენ ნაბიჯ-ნაბიჯ კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით, მათი მოზიდვით საქართველოში მოვახერხეთ რომ საქართველო მართლაც ვაქციოთ გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით. და აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ ვართ გახსნილი რმ ჩვენი პოლიტიკა მათ შორის ყალიბდებოდეს მათთან კონსულტაციის რეჟიმში და თითოეულმა ამ კომპანიამ, წინაზე საქართველოში ჩვენთან იყვნენ Ftx, Finance და აშ. გამოთქვეს სურვილი, რომ კანონმდებლობის ჩამოყალიბების პროცესშიც მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.
დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება გარღვევა, გვექნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც დაარეგულირებს ამ მიმართულებას და უფრო მეტ საერთაშორისო კომპანიას მოვიზიდავთ.
ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა კომპანია sales force-თან. ეს არის 100 მილიარდი დოლარის აქტივების მქონე კომპანია, რომელსაც 26 მილიარდზე მეტი ბრუნვა გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია რომელმაც ფაქტობრივად ახლებური ციფრული პლატფორმა შესთავაზა ციფრული სერვისების განვითარების კუთხით დაინტერესებულ კომპანიებს, ზოგადად ციფრული მომსახურების განვითარების კუთხით საქართველოს უკვე ძალიან დიდი პროგრესი გააჩნია, ბევრი სპეციალისტი მომზადდა, გადამზადდა და მიმდინარეობს ჯიტას ფარგლებში ახლაც აიტის მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება. ეს ყველაფერი მათთვის საინტერესოა რომ საქართველოში ოპერაციები განავითარონ. საქართველოში, შეგახსენებთ, რომ უკვე მოქმედებს რამდენიმე ძალიან სახელოვანი კომპანია, მათ შორის ისეთი როგორიც არის „ვაიბერი“, ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით შეხვედრები გაგრძელდება ჩვენ მეტ აიტი, ციფრული მომსახურების, ფინანსური მომსახურების კომპანიებს მოზიდვას შევძლებთ საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.