ლევან დავითაშვილი - არჩევანი გავაკეთე ქვეყნის სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნება
არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარების საკეთილდღეოდ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გლდანში, 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„ხმა მივეცი ჩვენი ერისა და საზოგადოების კონსოლიდაციის შესაძლებლობებს და იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის წარსული იყო“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.