ლევან დავითაშვილი - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდა არის მოსალოდნელი
ლევან დავითაშვილი - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდა არის მოსალოდნელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტურიზმის სექტორში ინვესტიციების ზრდა გრძელდება.

დავითაშვილის თქმით, 2023 წელს ქვეყანაში განხორციელდა 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი, რაც 2019 წლის მონაცემების 75.6-პროცენტიან აღდგენას წარმოადგენს.

„გრძელდება ინვესტიციების ზრდა ტურიზმის სექტორში. 2022-2023 წლებში 125-მდე ახალი განთავსების ობიექტი აშენდა. საინვესტიციო მოცულობამ 220 მლნ ლარი შეადგინა. შედეგად, ქვეყანას დაემატა 8 000-მდე საწოლი ადგილი, შეიქმნა 2 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დინამიკა გრძელდება, 2024-2027 წლებში, დაგეგმილი პროექტებით, ერთ მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება განთავსების ობიექტების შექმნაში. ქვეყანას დაემატება 320-მდე ახალი განთავსების ობიექტი, 37 100-მდე საწოლი ადგილით და ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება 9 300-მდე ახალი სამუშაო ადგილი. 2024 წელს მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.5 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც, 2023 წელთან შედარებით, ცხრაპროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ამასთან, არსებული პროგნოზით საქართველო 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.