ლევან დავითაშვილი - 2019 წელს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო და 2 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარებას განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკოტურიზმის განვითარება, რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში, ნიშნავს ვიზიტორების რაოდენობის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას, მუნიციპალიტეტებში მაცხოვრებლების დაბრუნებას.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2019 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული ატრაქცია მოეწყო და საერთო ჯამში 2 900 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მისივე თქმით, 2020 წელს, დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრების, 100 კმ-მდე ბილიკის და, მინიმუმ, 10 კოტეჯის მოწყობა სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე. ჯამში, დაახლოებით, 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
მისივე თქმით, პირველად საქართველოში, 2019 წელს, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებაში კერძო საერთაშორისო ინვესტიციები ჩაერთო ინვესტიციების საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
მინისტრის განცხადებით, ეს ინვესტიციები გადანაწილდება წალკის, იგივე დაშბაშის კანიონის ეკოტურისტული სივრცის მოწყობაზე, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის და საბადურის ტყის ნაწილში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.სა