ლევან ბერძენიშვილი - ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის მითი, არასოდეს აშენდება, საქართველოს ასეთი უნივერსიტეტი არ სჭირდება
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის მითი, არასოდეს აშენდება, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, საქართველოს არ სჭირდება ასეთი უნივერსიტეტი.
„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის მითი, არასოდეს აშენდება, 60 ათასი სტუდენტი იქ არ იქნება. საქართველოს არ სჭირდება, ასეთი უნივერსიტეტი, სხვათა შორის, ვისი მემკვიდრეცაა, არ სჭირდებოდა, ჩემი აზრით, საქართველოს, მაგრამ მე არ მკითხეს არც მაშინ და არც ახლა. ვერ აშენდება და არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს რა ფულით უნდოდა მაგის გაკეთება, ახლა რომ ფული არ არის ქვეყანაში, განათლებაში რომ არ ჩაიდება ის ფული, რომელიც არ შემოვა, სრულიად ნათელია. ეს კიდევ ერთი ზღაპარია, რომელიც ითქვა. ეს არის ხუთი მილიონი ყველას სოფელსო და ა.შ. ზღაპრები, მითები“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.