ლევან ბეჟაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტში შევიდა გრიგოლ ვაშაძის პირადი განცხადებაც
ლევან ბეჟაშვილი - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტში შევიდა გრიგოლ ვაშაძის პირადი განცხადებაც

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები დაწერილი იყო მაშინ, როცა პროპორციული, პარტიული სიის ჩახსნას მოაწერა ხელი გრიგოლ ვაშაძემ, როგორც ბლოკის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დაზუსტდა მისი პოლიტიკური ნება ამ თემასთან დაკავშირებით და ბლოკის ყველა წევრთან ერთად, დღეს პარლამენტში ასევე შეიტანეს გრიგოლ ვაშაძის პირადი განცხადებაც უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის პირად განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს განცხადებები დაწერილი იყო ბევრად ადრე, მაშინ, როდესაც პროპორციული, პარტიული სიის ჩახსნას მოაწერა ხელი გრიგოლ ვაშაძემ, როგორც ბლოკის ხელმძღვანელმა. გუშინ კიდევ ერთხელ დაზუსტდა მისი პოლიტიკური ნება ამ თემასთან დაკავშირებით და ბლოკის ყველა წევრთან ერთად, დღეს შემოტანილი იქნა ასევე გრიგოლ ვაშაძის პირადი განცხადებაც უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს.