ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტის გამოსვლა იყო ყველაფერზე და არაფერზე იმ პრობლემების ფონზე, რაც საქართველოს აქვს
სამწუხაროდ, პრეზიდენტის გამოსვლა იყო ყველაფერზე და არაფერზე იმ პრობლემების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
მისივე თქმით, „ამ ფონზე, პრეზიდენტის განცხადება შეიძლება მხოლოდ საუბრად და პოლიტიკურ კომენტატორად მოვნათლოთ, თუ ის თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს“.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის გამოსვლა იყო ყველაფერზე და არაფერზე იმ პრობლემების ფონზე, რაც საქართველოს აქვს – „ქართულ ოცნებას“ პუტინის პირადი პატიმარი ჰყავს სააკაშვილის სახით, ნიკა გვარამია ციხეში პოლიტპატიმრის სტატუსით ზის, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება ხდება. ამ ფონზე, პრეზიდენტის ასეთი განცხადება მხოლოდ საუბრად და პოლიტიკურ კომენტატორად შეიძლება, მოვნათლოთ, თუ ის თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს. მან აქტიურად უნდა იმოქმედოს, კონსტიტუცია დაიცვას და ბერკეტები გამოიყენოს, რათა ევროპის სასარგებლოდ პოლიტიკური ბალანსი აღდგეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.