ლევან ბეჟაშვილი - პარლამენტში ქალთა უფლებების დარღვევის ხარჯზე პოლიტიკურ გარიგებას ვხედავთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ქალთა უფლებებს ომს უცხადებენ
სამწუხაროდ, პარლამენტში ქალთა უფლებების დარღვევის ხარჯზე პოლიტიკურ გარიგებას ვხედავთ, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ქალთა უფლებებს ომს უცხადებენ.
„„ქართული ოცნება“, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ, „გირჩის“ ინიციატივას ეთანხმება და ქალების კვოტას აუქმებს, რაც, ერთი მხრივ, პოლიტიკურად ამორალური საქციელია, თუ ასეთი შეთანხმება არსებობს, და პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, რომლითაც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ეს კანონპროექტი დისკრიმინაციულია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ქალთა უფლებებს ომს უცხადებენ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.