ლევან ახვლედიანი - „კონტი ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პორტის პროექტს კრიტიკულად არ დააზარალებს
ლევან ახვლედიანი - „კონტი ჯგუფის“ გასვლა ანაკლიის პორტის პროექტს კრიტიკულად არ დააზარალებს

„კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭო გასული წლის დეკემბერში დატოვა და ისინი მხოლოდ აქციონერების სახით რჩებოდნენ, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

ახვლედიანის თქმით, ფაქტი უსიამოვნოა, თუმცა ისეთი არაფერი მომხდარა, რამაც შესაძლოა, პროექტი კრიტიკულად დააზიანოს.

„კონტი ჯგუფს“ ჰქონდა ძალიან პასიური როლი ბოლო დროს. მათ დეკემბერში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, რჩებოდნენ მხოლოდ როგორც აქციონერები. მათ გასვლაზე საუბარი გარკვეული პერიოდი უკვე მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, რამაც შეიძლება, კრიტიკულად დააზიანოს პროექტი.

პროექტს ჰყავს სტრატეგიული ინვესტორი – SSA Marine. ოპერატორი და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ასევე ხდება აქციონერი ანაკლიის პორტში. ეს არის მთავარი“, – განაცხადა კონსორციუმის დირექტორმა.

ახვლედიანი პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.

ამასთან, მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ გადანაწილდება კონსორციუმის აქციები „კონტი ჯგუფის“ გადაწყვეტილების შემდეგ.

ახვლედიანმა აღნიშნულის თაობაზე კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გააკეთა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უწყებას ფრანგულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩააბარა.

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.