„ლესტერის“ სკაუტი - კვერკველიას კანდიდატურა არ განგვიხილავს
„ლესტერის“ სკაუტი - კვერკველიას კანდიდატურა არ განგვიხილავს

რუსული გამოცემის, „სპორტს24“-ის ჟურნალისტმა ტიგრან არუტინიანმა გამოაქვეყნა მცირე ინტერვიუ საფეხბურთო აგენტ ოლეგ ჩელემეისთან, რომლიც „ლესტერის“ სკაუტად წარმოადგინა.

მისი თქმით, ოლეგ ჩელემეი გერმანიასა და პოსტსაბჭოეთში ინგლისურ გუნდის სელექციაზეა პასუხისმგებელი. მან კი გავრცელებული ხმების საწინააღმდეგო განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის გუნდი „ლესტერი“ საბა კვირკველიას გადაბირებას არასოდეს აპირებდა.

„საბას პირადად ვიცნობ, მაგრამ „ლესტერის“ სატრანსფერო გეგმებში მისი დამატება არასოდეს შედიოდა. მოსკოვის „ლოკომოტივისთვის“ მისი ტრანსფერი არასოდეს შეგვითავაზებია, რადგან მისი კანდიდატურა არც განგვიხილავს. არ ვიცი, რატომ თქვა „ლოკომოტივის“ ყოფილმა დირექტორმა ილია გერკუსმა, რომ „ლესტერმაკვირკველიაში 15 მილიონი შესთავაზა. გუშინ ჩემს შეფს ვესაუბრე, რომლის თქმითაც, თუ აგენტებს და ფუნქციონერებს რუსეთში რაიმე თემის წამოწევა ან გაღვივება სურთ, ეს ჩვენი პრობლემა არაა. ანუ კვირკველია ჩვენს სიაშია საერთოდ არ განიხილებოდა“, – ამბობს ოლეგ ჩელემეი.