ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება

ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია განხორციელდება, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

25 თებერვალი ცნობილი უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას დაბადების დღეა.

„12:00 საათზე, სურამში პოეტის საიუბილეო დღის აღსანიშნავად, ლესია უკრაინკას ბიუსტის ყვავილებით შემკობის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე იური რიბაჩუკი, საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი და ადგილობირვი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.