ლეონიდ კალაშნიკოვი - რუსეთმა უზრუნველყო და მომავალშიც უზრუნველყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას
რუსეთმა უზრუნველყო და მომავალშიც უზრუნველყოფს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხდა.
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრების მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს და მათი აღიარება გააუქმოს, კალაშნიკოვმა თქვა, რომ ქვეყნებმა რომლებიც ამას ოკუპაციას უწოდებენ, პირველ რიგში მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დააბრუნონ.
რუსი დეპუტატის თქმით, ბრიტანეთმა, რომელიც გაეროში გაკეთებულ განცხადებას შეუერთდა, თავის ჯარები კვირსიდან უნდა გაიყვანოს, ვინაიდან ყოფილი კოლონიის ტერიტორია მიითვისა, მაშინ როდესაც რუსეთი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს თავის დაცვაში ეხმარება.
4 აგვისტოს, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, ბრიტანეთმა და აშშ-მა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და რუსეთის ქმედებებს უკანონო უწოდეს. გაერო-ში რუსეთს მოუწოდეს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.