ლენტეხის ცენტრში აქცია სახელწოდებით „არა ჰესებს“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები „ხელედულა 3-ის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიას ჰესის აშენების უფლებას არ მისცემენ.
სოფელ წანაში აქციის მონაწილეებმა გახსნეს საგუშაგო, რათა არ გაატარონ მაღალი გამავლობის ტექნიკა, რომელიც ჰესის მშენებლობას ემსახურება.