ლენტეხში აქცია – „არა ჰესებს“ მიმდინარეობს [ვიდეო]

14:35, 09.07.2018

ლენტეხის ცენტრში აქცია სახელწოდებით „არა ჰესებს“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „ხელედულა 3-ის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიას ჰესის აშენების უფლებას არ მისცემენ.

სოფელ წანაში აქციის მონაწილეებმა გახსნეს საგუშაგო, რათა არ გაატარონ მაღალი გამავლობის ტექნიკა, რომელიც ჰესის მშენებლობას ემსახურება.

მსგავსი