ლენტეხის სოფელ წანაში მოსახლეობა „ხელედულა 3-ი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სამი სოფლის-წანაშის, ლესემას და ხელედის მოსახლეობა „ხელედულა 3-ი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მდინარეების ხელედურასა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4-კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს და სამუშაოებს შპს „ხელედულა ენერჯი“ განახორციელებს.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებლობის დაწყებისა და ჰესის აშენების შემთხვევაში, ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.