გიორგი გახარიამ ცაგერისა და ლენტეხის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა
გიორგი გახარიამ ცაგერისა და ლენტეხის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ცაგერისა და ლენტეხის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

პარტიამ ცაგერის მერობის კანდიდატად ბესარიონ ბენდელიანი წარადგინა. ხოლო სიის წევრები არიან: მალხაზ მურცხვალაძე; გიორგი კოპალიანი – სიის მეორე ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ქვედა ცაგერის და ლუხვანოს თემში; ირმა ყურაშვილი; იმედა მეშველიანი; რევაზ გუგავა.

მაჟორიტარობის კანდიდატები არიან – ბეჟან ღურჭუმელიძე – ქალაქ ცაგერის მაჟორიტარი; დავით მურცხვალაძე – სოფელ ჩხუტელის თემის მაჟორიტარი; სალომე ერისთავი – ალპანისა და ლაილაშის თემის მაჟორიტარი; თამარ ჩაკვეტაძე – ზუბის და ოყურეშის თემის მაჟორიტარი.

ლენტეხის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიამ ჯამლათ გვიდიანი წარადგინა. სიის წევრები არიან – ნინო ბენდელიანი; ბესიკ ავალიანი. მაჟორიტარობის კანდიდატები – ალექსი ლიპარტელიანი – ჩოლურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; მარიამ ღვაჩლიანიხოფურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცაგერისა და ლენტეხის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებისა და სიის წევრების წარდგენის დროს განაცხადა, მათი მთავარი მიზანი არის ძლიერი სახელმწიფო, კეთილსინდისიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო.

„ჩვენ, დაახლოებით სამი თვის წინ ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ საქართველოსთვის ვერთიანდებით და არავის წინააღმდეგ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული ნათქვამი სიტყვები, ზუსტად ვიცოდით რას ვამბობდით და რატო ვამბობდით და ამის შემდგომ მოვიარეთ სრულიად საქართველო და მინდა გითხრათ, რომ დღეს  პარტია “საქართველოსთვის” არის ერთადერთი პარტია საქართველოში მზარდი რეიტინგით. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ვინმესთან ბრძოლა თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის მიზანი არის და მიზანი გახლავთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა.

ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ძლიერი სახელმწიფო, კეთილსინდისიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. ეს არის ჩვენი მიზანი. ის სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი მიწა-წყალი და რაც მთავარია ის სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქე და ის სახელმწიფო, რომელმაც უნდა აღადგინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ამას ვერ გააკეთებს სახელმწიფო, თუ ის არ იქნა ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ ვერთიანდებით არავის წინააღმდეგ საქართველოსთვის და ვერთიანდებით კეთილსინდისიერ და პროფესიონალ ხალხთან. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. კეთილსინდისიერება არის უაღრესად მნიშვნელოვანი პოსტულატი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა მივყვეთ. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ ვარჩევდით თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, თითოეულ ჩვენს კანდიდატს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.