ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დღეიდან იწყება
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დღეიდან იწყება

რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სოფლის ექიმებისა და მერის წარმომადგენლებით შექმნილ ჯგუფებს ხვდება, რომლებმაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სრული თერმოსკრინინგი დღეიდან უნდა დაიწყონ.

არჩილ ჯაფარიძემ ექიმებს საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დისტანციური თერმომეტრები და ის აღჭურვილობა გადასცა, რაც მათი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

მხარის რწმუნებული ლენტეხში სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებსაც შეხვდება, რომლებიც ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვას 50 თეთრად უზრუნველყოფენ, რათა სრულ საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ლენტეხში მცხოვრები მოსახლეობა დაცული იყოს.

შეგახსენებთ, რომ რისკის შემცველ სოფელ მელეში მისახლეობის თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა.

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული