ლენტეხის ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დრომდე არც ერთი მოქალაქე არ შეუყვანიათ
ლენტეხის ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მუნიციპალიტეტიდან არც ერთი მოქალაქე არ შეუყვანიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, მედიკოსებმა მუნიციპალიტეტის 2 000-ზე მეტ მკვიდრს უკვე გაუზომეს ტემპერატურა და თერმოსკრინინგის პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს.
არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი ნივთების მომარაგების კუთხით მუნიციპალიტეტში შეფერხება არ არის. სოფლებში დეზინფექციის სამუშაოები გრძელდება.