ლენტეხის ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დრომდე არც ერთი მოქალაქე არ შეუყვანიათ

14:06, 13.04.2020

ლენტეხის ცხელების ცენტრში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მუნიციპალიტეტიდან არც ერთი მოქალაქე არ შეუყვანიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, მედიკოსებმა მუნიციპალიტეტის 2 000-ზე მეტ მკვიდრს უკვე გაუზომეს ტემპერატურა და თერმოსკრინინგის პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს.

არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი ნივთების მომარაგების კუთხით მუნიციპალიტეტში შეფერხება არ არის. სოფლებში დეზინფექციის სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი