ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი მამაკაცია მოთავსებული
ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთი მამაკაცია მოთავსებული. როგორც საქართველოს პირველ არხს „ცხელების ცენტრის“ მენეჯერმა, გრიგოლ ტურძელაძემ განუცხადა, აღნიშნულ მამაკაცს ორი დღეა ცხელება აღენიშნება და საჭიროების შემთხვევაშ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.
„ერთი მამაკაცია შემოსული. ის არ არის კონტაქტის პირი. მეორე დღეა, ცხელება აქვს. მიმდინარეობს სისხლისა და რენტდგენოლოგიური კვლევა. თუ ეჭვი იქნა მიტანილი კორონავირუსზე, დადგება საკითხი ტესტის ჩატარების. გამოვითხოვთ ბრიგადას და ჩატარდება ტესტი“,- განაცხადა ტურძელაძემ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინია გამოცხადებული. ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებაა.