„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მინდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ და მმართველ გუნდთან გამართული გუშინდელი კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში მოქმედ კონსტიტუციასთან შესაბამისია. თუმცა, ბურჯანაძის განმარტებით, ამის მიუხედავად, მთავარი პრინციპის გათვალისწინებით, მზად არიან, კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინადადებები განიხილონ.

„ჩვენ აქ მოვედით, რადგან გუშინდელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ მაგიდის წევრებს, ოპოზიციის სხვა ლიდერებს. ერთმნიშვნელოვნად გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური. ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ ვენეციის კომისიას ან ოდირს თუ ექნება დამატებითი მოსაზრებები ამ კანონპროექტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისე რომ არ შეუცვალოს მთავარი პრინციპი, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ აღნიშნული წინადადება. პროპორციულ, მთავარ პრინციპს ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.