„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ სხვადასხვა საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასა და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში განხორციელებული გენოციდის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საუკუნეების მანძილზე დღემდე რუსეთი სხვადასხვა ფორმით საქართველოს გენოციდსა და ტერიტორიების დაპყრობას ახორციელებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების მიქცევა და ამ პროცესების შეჩერების მექანიზმების ამოქმედება სჭირდება.
ნათელაშვილის თქმით, ასევე აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა მიიღოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ გენოციდზე სპეციალური დადგენილება, რომ უფრო მეტად გაიზარდოს ოკუპანტზე ზეწოლა საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხრიდან.