„ლეიბორისტული პარტია“ გაგრილების სისტემის დამონტაჟებამდე საგამოცდო პროცესის შეჩერებას ითხოვს
„ლეიბორისტული პარტია“ გაგრილების სისტემის დამონტაჟებამდე საგამოცდო პროცესის შეჩერებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტია“ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შენობებში გაგრილების სისტემის დამონტაჟებამდე საგამოცდო პროცესის შეჩერებას ითხოვს.

განათლების სამინისტროსთან ლეიბორისტული პარტია საგამოცდო ცენტრებში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, სიცხე აბიტურიენტების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

„ვერ გამოინახა საშუალება, რომ აბიტურიენტებს არ ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები არაადამიანურ პირობებში, 43-გრადუსიან სიცხეში, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და გონებრივ პროცესებსაც ობიექტურად აფერხებს. აბიტურიენტებს დაჰპირდნენ, რომ გამოცდების პარალელურად დაამონტაჟებენ კონდიციონერებს. ეს ჩვეულებრივი თაღლითური დაპირებაა, ამიტომ მოვითხოვთ, შეწყდეს ყოველგვარი საგამოცდო პროცესი და განახლდეს მაშინ, როდესაც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟდება კონდიციონერები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყოაპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. აბიტურიენტების რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.