ლედი გაგა, როლინგ სთოუნზი, ბილი აილიში და სხვა მუსიკოსები ექიმების მხარდასაჭერ ონლაინმარათონში მონაწილეობენ
ლედი გაგა, როლინგ სთოუნზი, ბილი აილიში და სხვა მუსიკოსები ექიმების მხარდასაჭერ ონლაინმარათონში მონაწილეობენ

ლედი გაგა, როლინგ სთოუნზი, ბილი აილიში და სხვა მუსიკოსები ექიმების მხარდასაჭერ ონლაინმარათონში მონაწილეობენ. აქციის ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი მომღერლები და ჯგუფები სახლიდან შეასრულებენ სიმღერებს.

საქველმოქმედო მარათონი ორგანიზაცია „გლობალ სითიზენისა“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდასაჭერად იმართება.

აქციაში მონაწილეობენ პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, ტეილორ სვიფტი და სხვები.

მარათონის ფარგლებში მაყურებლებს მიმართავენ ჯანდაცვის სფეროში წამყვანი სპეციალისტები.

აქციის დროს შეგროვებული თანხა ექიმებისთვის დამცავი საშუალებების შესაძენად დაიხარჯება.

ამასთან ორგანიზატორების მოქალაქეებისგან შემოწირულობებს არ ელოდებიან, რადგან მათივე თქმით, პანდემიის გამო უამრავი ადამიანი უმუშევრად დარჩა. მათივე განცხადებით, ისინი ელოდებიან ფილანტროპებისა და მსოფლიო ლიდერების გააქტიურებას.

მარათონს პირდაპირ ეთერში აჩვენებენ ამერიკული ტელეკომპანიები „სიბიესი“, „ეიბისი“ და „ენბისი“. ონლაინ აქციის ნახვა შესაძლებელია „იუთუბის“, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ საშუალებით.